აბურჯანიამ სეზონი მარცხით დაასრულა

0
6

„ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სეზონი გასვლაზე „ვიტორია გიმარაეშთან“ 0:5 მარცხით დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვალეს. „ჟილ ვისენტემ“ სეზონი მე-5 ადგილზე დაამთავრა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებ. მანამდე, ბარსელუშელებს ევროთასზე არასოდეს უასპარეზიათ. 27 წლის აბურჯანიამ პორტუგალიაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში „ჟილ ვისენტეში“ 26-ჯერ (7-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
„ჰათაისფორი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის ბოლოსწინა ტურში მე-3 ადგილზე მყოფ „ქონიასფორს“ სტუმრად შეხვდა და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 50 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.