16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს

0
7

საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რუსთავში გამართულ უეფას განვითარების თასზე, 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, სამთა ტურნირის მეორე მატჩში, აზერბაიჯანი მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების გოლი, 50-ე წუთზე სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელმა –ავთანდილ მაშავამგაიტანა, რომელმაც საბა გეგუჩაძის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და 16-წლამდე ნაკრებს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ივნისიდან 17 წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
2022 | უეფას განვითარების თასი

11 მაისი – საქართველო 1:1 (4:3/პენ) ზამბია
13 მაისი – აზერბაიჯანი 1:3 ზამბია
16 მაისი –  საქართველო 1:0 აზერბაიჯანი