წიტაიშვილის გოლმა „ვისლა“ გავარდნისგან ვერ იხსნა

0
2

გიორგი წიტაიშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი პირველი გოლი კი გაიტანა, მაგრამ კრაკოვის „ვისლა“ გავარდნას ვერ გადაურჩა. ბოლოსწინა ტურში „ვისლა“ სტუმრად „რადომიაკთან“ 2:4 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემერბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა – ორიგინალური ფინტით ერთი მეტოქე ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან შეუცვლელად ითამაშა. კრაკოველებმა ბოლო ტურის წინ 31 ქულა დააგროვეს და მე-16 ადგილზე არიან – მე-15 ადგილზე მყოფ „შლიონსკის“ 4 ქულით ჩამორჩებიან, რაც ქვედა ლიგაში დაქვეითების გარანტიაა. 21 წლის წიტაიშვილს „ვისლასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება და დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.