შერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა

0
29

ესპანეთის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” 34 ტურში 21 მატჩი მოიგო, მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ტენერიფელები მეოთხედფინალურ სერიაში მე-4 ადგილზე გასულ “ხუვენტუდს” შეხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ რეგულარული ჩემპიონატი “ბარსელონამ” მოიგო (27-7), მეორე იყო “რეალი” (25-9), ხოლო მესამეზე “ვალენსია” (23-11) გავიდა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში “ტენერიფე” გასვლაზე “ანდორას” შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 77:75 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ქართველმა კალათბურთელმა დააფიქსირა, რომელმაც 23:27 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 18 ერთეული შეადგინა.

მეოთხედფინალური სერიები 3 მოგებამდეა. სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:
ბარსელონა – გრან კანარია
რეალი – მანრესა
ვალენსია – ბასკონია