ლოჩოშვილის პირველი გოლი და ტრავმა, კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაში

0
2

ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 31-ე ტურში ზედა ექვეულის შეხვედრაში „ვოლფბერგერმა“, სადაც საქართველო ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის სტუმრად ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ 4:1 დაამარცხა.
ლოჩოშვილი სატარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა – პარტნიორის პასისს მერე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან 65-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 28 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი კიტეიშვილი გრაცელთა სასტარტოში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო. მანამდე, მას ტრავმის გამო 24 აპრილის მერე არ უთამაშია.
შეგახენებთ, „შტურმმა“ 37 ქულით ზედა ექვეულში მე-2 ადგილი გაინაღდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. „ვოლფსბერგერს“ რაც შეეხება, ლოჩოშვილის გუნდი ჯერჯერობით მე-5 პოზიციაზე, რაც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.