კლოპი: „კვდრუპლი “სიგიჟეა“, ძალიან დიადი მიღწევაა”

0
5

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის „ჩელსის“ პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპა მიმდინარე სეზონში კვადრუპლის (პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ჩემპიონთა ლიგა) მოგების შანსი შეაფასა.
„კვადრუპლი ძალიან დიადი მიღწევაა იმისთვის, რომ მის შესახებ ვისაუბროთ. ეს „სიგიჟეა“. თუმცა, ჩვენ ვსხედვართ და ათის ორი წუთია, ხოლო სამშაბათ საღამოს „საუთჰემპტონს“ ვხვდებით. წარმოდგენა არ მაქვს მომავალ მატჩში ვის ვათამაშებ. ვფიქრობ, რამდენიმე შეცვლას გავაკეთებ. „საუთჰემპტონისთვის“ მიმდინარე სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრაა და დიდი ალბათობით გამარჯვება სურთ, ასე რომ ძალიან გაგვიჭირდება.
ასე რომ ჯერ კიდევ კვადრუპლის მოპობების შანასი გვაქვს თქვენ თუ ამის გაგონება გსურთ, თუმცა ისეთ სიტუაციაში ვართ, როგორც მე აღვწერე. ჩვენ ორი საშინაო თასი მოვიგეთ, რაც განსაკუთრებული შეგრძნებაა. ტრენტ-ალექსანდერ არნოლდმა 23 წლის ასაკში ექვსივე საშინაო ჯილდო მოიპობა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ეს მოახერხა. ასე რომ ბევრი განსაკუთრებული ისტორიაა. თამაშის შემდეგ ტიაგუს ვუთხარი: „მე რომ მცოდნოდ როგორი დონის მოთამაშე ხარ, ოთხი წლით ადრე შეგიძენდი“. მან მიპასუხა: „თქვენ სირბილი მასწავლეთ!“. ცხადია, რომ ის ფეხბურთს ადრეც კარგად თამაშობდა, მაგრამ სირბილი „ლივერპულში“ ისწავლა, რაც კარგია.
მო სალაჰი და ვან დეიკი შევცვალეთ, რაც კარგი არაა. თუმცა, როდესაც ასეთ სიტუაციაში მოედანზე ჟოელ მატიპისა და დიოგო ჟოტას შეყვანა შეგიძლია, ეს საუკეთესო მდგომარეობაა, რომელშიც მწვრთნელის რანგში აღმოვჩნდი, რასაც გულწრფელად ვამბობ. ეს დაუჯერებელია, რადგან შანსი გვაქვს 4 ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ. ჩვენ ცოტა გაგვიმართლა, რაც ვიცით. თუმცა, გამარჯვება დავიმსახურეთ, რაც საუცხოოა“ – იუწყება გერმანელი სპეციალიტის ნათქვამს „ლივერპულის“ ვებგვერდი.