ინჯგია კვიპროსის ჩემპიონია, ქეცბაია და ლორია კონფერენს ლიგაზე

0
2

რევაზ ინჯგია კვიპროსის ჩემპიონი გახდა. „აპოლონმა“, სადაც ქართველი გარემარბი გამოდის, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „არისი“ 4:1 დაამარცხა და ოქროს მედლები გაინღდა. ინჯგია სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ არ უთამაშია. მან თავის სადებიუტო სეზონში „აპოლონში“ 13-ჯერ (3-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე, ინჯგია თბილისის „ლოკომოტივში“ და „თელავში“ გამოდიოდა.



თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” გასვლაზე აპოელს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. სტუმრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა “აპოელში”. თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა და მასპინძლების რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა. ბოლო ტურის წინ აპოელი 52 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “ანორთოსისი” 49 ქულით მეოთხეა.