უკრაინა-საქართველო რიგაში ჩატარდება

0
7

უკრაინასთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კიევში ჩასატარებელ მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები რიგაში ჩაატარებს. ამის შესახებ უკრაინის კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.
“უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევში თავის უახლოეს საშინაო მატჩებს რიგაში ჩაატარებს. სამწუხაროდ, ომის გამო ჩვენს გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, საშინაო შეხვედრები უკრაინაში ჩაატაროს. “არენა რიგაზე” 1 ივლისს გაიმართება აინარს ბაგატსკისის კალენდარული მატჩი საქართველოსთან, ხოლო 7 ივლისს – ესპანეთთან გადატანილი დაპირისპირება, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა ჩატარებულიყო”.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე G ჯგუფში უკრაინას სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, ჯგუფის ლიდერი კი 4 მატჩში 3 მოგებით და 7 ქულით სწორედ საქართველოს ნაკრებია. მეორე ადგილზე ესპანეთია (3 მატჩი, 3 მოგება), ბოლოზე კი ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელმაც ოთხივე თამაში წააგო.