ზივზივაძე უნგრეთში თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა

0
4

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. მან აპრილში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში „ზალაეგერშეგისთან“ შეხვედრის 37-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან „მოჭრილი“ დარტყმით შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა, რომელიც სათანადოდ დაუფასეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფორვარდმა კუთვნილი პრიზი ბოლო ტურში სტუმრად „მეზიოკიოვეშდთან“ 3:2 მოგებული შეხვედრის წინ მიიღო. შეგახსსენებთ, რომ მარტში ის უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
28 წლის ზივზივაძემ თავის უცხოურ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი. ზივზივაძემ „ფეჰერვარში“ 12 თამაშში 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ზამთარში „უიპეშტში“ გაანათხოვრეს, სადაც 12 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.