ვოლკოვი კარიერას პოლონეთში განაგრძობს

0
6

დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში განაგრძობს. azerisport.com-ის ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა „ზირესთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რადგან წინადადება გდანსკის „ლეხიადან“ მიიღო.
ვოლკოვი „ზირეში“ მესამე სეზონს ატარებს. მან 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ეს სეზონი მის აზერბაიჯანულ კარიერაში საუკეთესოა, რადგან მანამდე ამდენჯერ თავი არც „ზირეში“ გამოუჩენია და არც „გაბალაში“, სადაც 2 წელიწადი ითამაშა. “ლეხიას” 56 ქულა აქვს და ამჟამად, პოლონეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.