ფაბრეგასმა „მონაკოდან“ წასვლა დაადასტურა

0
4

სესკ ფაბრეგასმა დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს „მონაკოდან“ წავა. 35 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ .getfootballnewsfrance.com-თან ისაუბრა.
„ჩემსა და „მონაკოს“ შორის ცალსახად ყველაფერი დასრულდა. კონტრაქტის ვადა ივნისში იწურება და მივდივარ. ჩემი გონება სადმე გადავლა მთხოვს.
ეს წელიწადი ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იყო, რადგან თუ ფეხბურთში უკმაყოფილო ვარ, მაშინ ცხოვრებაშიც უკმაყოფილო ვარ. ამ წელს ძალიან დავიტანჯე და ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ბოლო კვირებში რამდენიმე ზარი მივიღე ყოფილი მწვრთნელებისგან, რომ მათ შტაბს შევერთებოდი ერთ-ერთი თანაშემწის რანგში.
თუმცა, ეს სეზონი ისეთი ცუდი გამოვიდა, რომ ყველაფერს ასე ვერ დავასრულებ. თამაში კიდევ მინდა. მე ყველა ვარიანტისთვის ღია ვარ და საკუთარი თავისგან მინდა სიამოვნება მივიღო. ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. მსურს ახალი პროექტი ვიპოვო და გავიგო მომავალში რა მელოდება“ – თქვა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის (2-ჯერ) მომგებმა ფეხბურთელმა.
ტრავმის გამო ფაბრეგასს „მონაკოში“ გასული წლის სექტემბრიდან არ უთამაშია. ის აპრილში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ახალი დაზიანება მიიღო.