მამარდაშვილს ამჯერად სილესენი არჩიეს

0
5

გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც ბოლო პერიოდში „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობას მუდმივად ანდობდნენ, ესპანეთის ლა ლიგის ბოლოსწონა 37-ე ტურში მხოლოდ თადარიგში ყოფნა აკმარეს.
„ვალენსია“ სტუმრად „ესპანიოლს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა სასტარტოში ნიდერლანდელი იესპერ სილესენი ათამაშა. მატჩის 37-ე წუთზე ანგარიში სტუმრებიდან მაქსი გომესმა გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე საპასუხო ბურთი რაულ დე ტომასმა გაიტანა და შესვენების შემდეგ მეტი გოლი არ გასულა. „ვალენსია“ 44 ქულით 20-გუნდიან ლა ლიგაში მე-10 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ულსანმა“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, „ინჩხონი“ მიიღო და შეხვედრა 2;2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „ულსანი“ 27 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინჩხონს“ 7 ქულით ასწრებს.