„ტოტენჰემის“ რეკორდული გამარჯვება „არსენალთან“

0
3

პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემმა“ „არსენალი“ ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხდა. 22-ე ტურის გადადებულ მატჩში ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა გუნდმა შინ „მეთოფეებს“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს – კეინმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელ თავი სონმა გამოიჩინა.
1983 წლის 4 აპრილის შემდეგ „ტოტენჰემმა“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში „არსენალს“ ყველაზე დიდი ანგარიშით სძლია. მაშინ, „ტოტენჰემმა“ 5:0 გაიმარჯვა. „დეზებს“ ბოლო 8 თამაშიდან სახლში „მეთოფეებთან“ არცერთი წაუგიათ – 6 გამარჯვება და 2 ფრე. ეს 1968 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. 1960-1968 წლებში „ტოტენჰემი“ სახლში „არსენალთან“ 9 მატჩში არ დამარცხდა.
კეინმა “არსენალის” კარში 14 გოლი გაიტანა – “ტოტენჰემის” ისტორიაში ლონდონურ დერბიში თავი ამდენჯერ არავის გამოუჩენია. მან პრემიერ ლიგაში ლონდონური გუნდების კარი 41-ჯერ აიღო. კეინზე უკეთესი შედეგი მხოლოდ “არსენალის” ყოფილ ფორვარდ ტიერი ანრის აქვს – 43 გოლი.