„თელავმა“ ტური „გაგრასთან“ გამარჯვებით დაასრულა

0
3

კრიტალბეთ ეროვნული მე-13 ტური თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივი „თელავი“ „გაგრას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თელაველებმა ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ფირუზ მაგრაქველიძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და გურამ გოშთელიანმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილმა „თელავმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ თავი 17 ქულასს მოუყარა და მეშვიდეა.