“შავი ლომი” სამხრეთ აფრიკაში “ქარის თასზე” სათამაშოდ გაემგზავრა

0
7

‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკაში, რაგბი ევროპის სუპერ თასის ჩემპიონის რანგში დაბრუნდა, სადაც ქარის თასის რეგულარული გათამაშების ოთხ დარჩენილ შეხვედრას გამართავს.
21 მაისს ქართული ფრენჩაიზი ‘ბორდერ ბულდოგსს’ შეხვდება; 28 მაისს ‘ბოლანდ კავალიერსს’ ეთამაშება; 3 ივნისს ‘იგლსს’ ერკინება; ხოლო 11 ივნისს მისი მეტოქე ‘ლეოპარდსი’ იქნება.
ჩვენმა გუნდმა აპრილის დასაწყისში ქარის თასის ორი თამაში მოიგო – ზიმბაბვეს ‘გოსჰოქსთან’ 34:10, ხოლო სამხრეთ აფრიკულ ‘ელეფანტსთან’ 25:22. მანამდე სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა კენიის ‘სიმბასი’ და ამ თამაშში ‘შავ ლომს’ მოგება ჩაეთვალა.
რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალისა და ფინალური მატჩების გამო, ‘შავი ლომი’ ‘გრიფონსთან’ და ‘ფალკესთან’ სათამაშოდ ვერ ჩავიდა და ამ შემთხვევაში მოგება მეტოქე გუნდებს ჩაეთვალათ. შედეგად, ‘შავ ლომს’ სატურნირო ცხრილში 14 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა.
ევროპის სუპერ თასის მოგების შემდეგ, გუნდს ტრავმის გამო ნიკო აფციაური გამოაკლდა და სამხრეთ აფრიკაში 32-კაციანი, ძლიერი შემადგენლობით გაემგზავრა.

‘შავი ლომი’ ქარის თასზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: ლაშა ხმალაძე.