„სამგურალი“ მესამე პოზიციაზე აღზევდა

0
6

წყალტუბოს „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი ბოლნისში ადგილობრივ „სიონს“ დაუპირისპირდა და  უპასუხო ბურთი გაუტანა.
„სამგურალი“ მე-10 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ნიკა კალანდარიშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და მასპინძელთა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი უხეში შეცდომის შემდეგ ბურთი კარის ბადეში გაეხვა.
64-ე წუთზე, მარჯვენ ფლანგზე დანიშნული „ჯარიმის“ შესრულების დროს ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ ბურთი ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დავით მაისაშვილმა აჯობა და თავით გაიტანა.
„სამგურალს“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 4 შეხვედრის მოგებამდე, მიჯრით 3 მატჩი ფრედ დაასრულა. შედეგად, წყალტუბოელებმა 23 ქულა დააგროვეს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. უჩა სოსიაშვილის თავკაცობით ბოლო სამი შეხვედრა წააგო და 10 ქულით მეცხრეა.