გვარდიოლა: „თუ კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ეს მომავალი სეზონის ბოლოს მოხდება“

0
4

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაასახელა დრო, როდესაც კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
„თუ კლუბთან კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ეს მომავალი სეზონის ბოლოს მოხდება. უფრო ადრე ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამ. უკვე ბევრი წწელი გავიდა და უნდა შევაფასო გუნდთან ერთად თავს როგორ ვიგრძნობთ. მე კიდევ 10 წელიწადი დავრჩებოდი, მაგრამ დროა საჭირო, რათა გავიგო როგორი ვითარება იქნება.
ჩემპიონთა ლიგაში ძალიან კარგად ვიბრძვით. „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგა რომ მოვიგე, შემადგენლობაში კლუბის 7 აღზრდილი გვყავდა, მაგრამ ამან ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვალა.
„ბარსელონას“ შემდეგ მთხოვენ: ეს ახლიდან გააკეთე, ეს ახლიდან გააკეთე. თუმცა, ჩვენ ვიგებთ ჩემპიონატებ, თასებსა და სხვა ტურნირებს. იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ფინალში თამაში გვსურდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა ჩემს მომავალზე ვერ იმოქმედებს. ის რისთვისაც „მანჩესტერ სიტიში“ მივედით უკვე გაკეთებულია“ – განაცხადა გვარდიოლამ skysports.com-თან საუბარში.