„სელტიკმა“ შოტლანდიის ჩემპიონობა გაინაღდა

0
9

გლაზგოს „სელტიკმა“ შოტლანდიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სტუმრად „დანდი იუნაიტედთან“ (1:1) ქულა აიღო, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ენჯი პოსტეკოღლუს გაწვრთნილი გუნდი უახლოეს კონკურენტ „გლაზგო რეინჯერსს“ 4 ქულით ასწრებს და ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში 52-ედ მოიპოვა.
„სელტიკზე“ მეტჯერ შოტლანდიის ჩემპიონატი მხოლოდ „რენჯერსმა“ მოიგო – 55-ჯერ.