„ინტერმა“ იტალიის თასი მერვედ მოიპოვა – „იუვე“ სეზონს უტიტულოდ ასრულებს

0
3

იტალიის თასის ფინალი მილანის „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და დამატებით დროში გაიმარჯვა. რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული მატჩის მე-6 წუთზე მილანელებიდან ანგარიში ნიკოლა ბარელამ გახსნა, ხოლო ალექს სანდრომ 50-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 52-ე წუთზე ტურინელები დუშან ვლახოვიჩმა დააწინაურა. მე-80 წუთზე ჩალხანოღლუმ პენალტი გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა.
99-ე წუთზე ივან პერიშიჩმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „ინტერი“ დააწინაურა, მატჩში საბოლოო გოლი კი,  იმავე პერიშიჩმა 102-ე წუთზე მიითვალა.
„იუვენტუსმა“ შეხვედრა მთავარი მწვრთნელის გარეშე დაასრულა, რადგან მასიმილიანო ალეგრომ 84-ე უთზე მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 104-ე წუთზე მან ტექნიკური ზონის ფარგლები დატოვა და მეტოქის სამწვრთნელი შტაბის წარმომადგენლებთან იკამათა, რის გამო გააძევეს.
„ინტერმა“ არსებობის ისტორიაში იტალიის თასი მერვედ მოიგო, ხოლო 2011 წლის შემდეგ – პირველად. „ინტერის“ დამრიგებელმა  სიმონე ინძაგიმ მწვრთნელის რანგში მილანელებთან ერთად თასი პირველად მოიპოვა, ხოლო სამწვრთნელო კარიერაში ეს ჯილდო მეორედ ერგო – პირველად არმატებას რომის „ლაციოსთან“ ერთად მიაღწია. გარდა ამისა, ის „ინტერთან“ ერთად იტალიის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო „ლაციოში“ სუპერთასი ორჯერ აღმართა.
„იუვენტუსი“ 2011 წლის შემდეგ პირველად სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს. ტურინელები იტალიის თასის ფინალში 7-ჯერ დამარცხდნენ,ს