„დინამომ“ გორში პრინციპული მატჩი მოიგო

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში სატურნირო ცხრილში უშულოა მეზობლები „დილა“ და თბილისის „დინამო“ ერთმანეთს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდნენ. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში შიქა ქართლელებ მეორე მატჩიც მოუგო და ისევ მინიმალური სხვაობით.
25-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევა ლევან ოსიყმაშვილმა დაიწყო და „დილას“ საჯარიმოში შესულმა ერთი მეტოქე ჩამოიცილა, რის შემდეგ კარგი პასი მისცა უსმანე კამარას, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად მოჭრა – 0;1. გვინეელმა გატანილი გოლი არ აღნიშნა, რადგან გასულ სეზონში გორულ კლუბში გამოდიოდა.
მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთის შემდეგ, პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა და ანრი ჭიჭინაძის თავური სახიფათო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
85-ე წუთზე გორელთა შეტევის დროს გიორგი გაფრინდაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან თბილისელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ახლო მანძილიდან ჰაჯი დრამემ თავით ბურთი კარში ვერ გადაგზავნა.
ამ გამარჯვების შემდეგ „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა – ბათუმელებთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. „დილა“, რომელმაც ზედიზედ თამაში წააგო 22 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.