„აიაქსმა“ ოქროს მედლები 36-ედ მოიპოვა

0
9

ამსტერდამის „აიაქსმა“ ნიდერლანდების ერედივიზიონი დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჰერენვენი“ შინ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონი არებობის ისტორიაში 36-ედ გახდა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ამსტერდამელებმა ოქროს მედლები არავის დაუთმეს.
„აიაქსი“ ჩემპიონი 2019 და 2021 წლებში გახდა, ხოლო 2020 წელს მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამელები პირველ ადგილზე იყვნენ, კორონავირუსის გამო ნიდერლნდების ჩემპიონატი შეწყდა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჩემპიონად არ გამოცხადდა.
„აიაქსი“ საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით ნიდერლანდების რეკორდსმენია, ხოლო მეორე ადგილზე პსვ-ეა, რომელმაც ოქროს მედლები 24-ჯერ მოიპოვა. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტენ ჰაგი თანამდებობას დატოვებს და სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგება.