„აიაქსის“ მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

0
7

ამსტერდამის „აიაქსის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. კლუბის ხელმძღვანელებმა არჩევანი 49 წლის ნიდერლანდელ ალფრედ შრიოდერზე გააკეთეს, რომელიც ამჟამად ბელგიის „ბრიუგეს“ ხელმძღვანელობს.
მას ნიდერლანდებში „ტვენტე“ გაუწვრთნია. ასევე, გერმანიაში „ჰოფენჰაიმს“ ხელმძღვანელობდა.
შრიოდერი 2018-2019 წლების სეზონში „აიაქსის“ სამწვრთნელო შტაბში ერიკ ტენ ჰაგის თანაშემწე იყო. მაშინ, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ასევე ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო.