15-წლამდელებმა ერევანში განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავესა

0
7

საქართველოს 15 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერევანში გამართული უეფას განვითარების თასის გათამაშება მასპინძელ სომხეთთან გამარჯვებით დაასრულა – 2:0.
ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, წინა მატჩებში მოუგო ლიბანს (3:1) და მოლდოვასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში 37-ე წუთზე გიგი გლუნჩაძემ თერთმეტმეტრიანით გახსნა.  თბილისის “დინამოს” მცველმა ამ ტურნირზე თავი მეორედ, ისევ გატანილი პენალტით გამოიჩინა.
მეორე ტაიმის 67-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში გიორგი გვასალიას თორნიკე გულიაშვილი ზუსტად დახვდა და 15-წლამდე ნაკრები 2 ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.
მატჩის ოქმი – სომხეთი 0:2 საქართველო