რუდიგერმა „რეალთან“ კონტრაქტი გააფორმა

0
10

ანტონიო რუდუგერმა, რომლისთვის მიმდინარე სეზონი „ჩელსიში“ ბოლოა, კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ გააფორმა, იუწყება გამოცემა The Athletic. გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ესპანურ გრანდთან ხელსეკრულება 2026 წლამდე დადო. მისი ხელფასი წელიწადში 9-10 მილიონი ევრო იქნება საგადასახადო თანხის დაქვითვის შემდეგ. ასევე რუდიგერი „რეალში“ გადასვლის შემდეგ ბონუსს მიიღებს.
29 წლის გერმანელმა „რეალისთვის“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. „რეალი“ მისი ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად 28 მაისს პარიზში გასამართი ფინალის შემდეგ განაცხადებს, რომელშიც მადრიდელები „ლივერპულს“ შეხვდებიან. „სამეფო კლუბში“ ჩარიცხვის შემდეგ, რუდიგერის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.
გერმანელი უკანახაზელი „ჩელსიში“ 2017 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირში ჩატარებულ 199 მატჩში 12 გოლი გაიტანა.