მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

0
12

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური youtube გვერდი იუწყება, რომელმაც გასულ ტურში სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” (0:0) გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის თამაშს საგანგებო ვიდეო სიუჟეტი მიუძღვნა. მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარე მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა. პირველად, ის ესპანეთის ჩემპიონატი პირველ ტურში “ხეტაფესთან” (1:0) დაპირისპირებაში გამოარჩიეს.
მამარდაშვილი ბილბაოელებთან შეხვედრაში “მატჩის მეფედ” – KING OF THE MATCH დაასახელეს, რაც ზედიზედ მეორე თამაშში მოხდა. მანამდე, იგი “მატჩის მეფედ” 34-ე ტურში “ლევანტესთას” (1:1) თამაში დროს დაასახელეს. საერთო ჯამში, ის KING OF THE MATCH ამ სეზონში 3-ჯერ გახდა – პირველად 30-ე ტურში “კადისთან”.
ლა ლიგის ოფიციალური youtube გვერდის ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=zHHR_f0wHXA