„უიპეშტში“ მხოლოდ ბერიძემ ითამაშა – ზივზივაძე ტრავმირებულია

0
6

ბუდუ ზივზივაძემ იანვარში „უიპეშტში“ განათხოვრების შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამოტოვა. ის 31-ე ტურში „ქიშვარდასთან“ შეხვედრის დროს „მაკრეტელის“ შესრულებისას დაშავდა და როგორც უნგრულ მედიაში გაჟღევრდა ტვინის შერყევა მიიღო. 32-ე ტურში „უიპეშტმა“ „ფეჰერვარს“ უმასპინძლა, რომელთან ზივზივაძეს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. შეხვედრა 1:1 დასრულდა და უიპეშტელთა ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ბერიძე იყო, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტი“ 41 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.