ტურის საინტერესო დასასრული „დინამო არენაზე“

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტური ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დარულდა, სადაც „გაგრამ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და სამი ქულა ჩაიწერა.
მატჩის მე-7 წუთზე „გაგრა“ მას შემდეგ დაწინაურდა, რაც თემურ ჩოგაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჯუთხური ჩააწოდა, ხოლო ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0.
მე-15 წუთზე, ირაკლი ჭიაბრიშვილმა ქუსლით საუცხოო პასი მისცა გიორგი იაკობიძეს, რომელმაც ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა – 1:1. 49-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბექა ხარაიშვილმა თავით დაარტყა და გიორგი ვეკუას კარისკენ გაგზავნილი ბურთი ხელში მოხვდა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. გიორგი იაკობიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:2.
59-ე წუთზე ჩოგაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ძალიან ლამაზი გოლი მიითვალა. მალე, მარჯვენა ფლანგიდან ხოსიტაშვილის ჩაწოდების მერე „ლოკომოტივის“ მცველმა ანდრო გიორგაძემ ბურთი თავის კარში გადაგზავნა – 3:2. 74-ე წუთზე, ჩოგაძემ გარე ტერფით საუცხოო პასი მისცა მეტოქის კარის შორეულ ძელთან მყოფმა გიორგი ქობულაძეს, რომელმაც „ლოკომოტივის“ კარის წინ მდგომი თემურ შონია მოძებნა, რომელმაც გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 4:2.
85-ე წუთზე ვალერი ოლხოვის დაწყებული კომბინაცია შონიამ გააგრძელა, რომელმაც ისევ ოლხოვი მოძებნა, ამ უკანაკნელი გადაცემი მერე კი, გიორგი ბუხაიძემ „გაგრა“ კიდევ უფრო დააინაურა.
87-ე წუთზე ბექა დარცმელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერეად დაარტყა და ანგარიში ისევ ორ ბურთამდე შეამცირა.
„გაგრა“ 17 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო ალექსანდრე ინწკირველისს დამოძღვრილი „ლოკომოტივი“ ქულის გარეშე ბოლოა.