„სამგურალმა“ წაუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღეს წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე გაზარდა.
შეხვედრის მე-4 წუთზე თედო კიკაბიძემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლუქმან გილმორმა ბურთი ოსტატურად გაატარა, ხოლო მასპინძლების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი რუხაძემ ზუსტად დაარტყა – 1:0.
27-ე წუთზე წყალტუბოელებმა ისევ მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს და დემურ ჩიხლაძემ საპირისპირო მხარეს გახსნილი ნიკა კალანდარიშვილი მოძებნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დაამუშავა და ძლიერად გაისროლა – 2:0.
„თელავმა“ ერთი ბურთი ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაქვითა, როდესაც სტუმარმა ფეხბურთელმა მასპინძლების საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო ელდარ პარკინაშვილმა მოკლე მანძილზე კარგი პასი მისცა ლაშშა ქოჩლაძეს, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ზედიზედ 3 ფრის შემდეგ, მიჯრით 3 შეხვედრა მოიგო და 20 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. გიორგი ჭელიძის თავკაცობით „თელავმა“ 16 ქულა დააგროვა და მეექვსეა.