ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ლიდერობს

0
6

„ულსანმა“, რომლის ღირსებას ვაკო ყაზაიშვილი იცავს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. მე-11 ტურში ულსანელები სტუმრად „კავნონდოს“ შეხვედნენ და 3:1 გაიმარჯვეს. მასპინძლები მე-18 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ანგარიში 10 წუთში გაათანაბრეს. მანამდე, მე-15 წუთზე „ულსანმა“ პენალტი ვერ გამოიყენა.
პირველ ტაიმში „ულსანმა“ კიდევ 2 ბურთი გაიტანა 28-ე და 45-ე წუთზე, რის წყალობით 3 ქულა გაინაღდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან მიმდინარე ჩემპიონატში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „ულსანი“ 26 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.