ოქრიაშვილმა კვიპროსში ულამაზესი “მაკრატელა” გაიტანა

0
8

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში ულამაზესი “მაკრატელა” გაიტანა. ზედა ექვსეულის მე-8 ტურში აპოელი, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის სტუმრად გათამაშებისს ლიდერ “აპოლონს” შეხვდა და 2:3 დამარცხდა.
მასპინძლები მე-20 წუთზე პიტასმა დააწინაურა, ხოლო 10 წუთში მავრიასმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ოქრიაშვილი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებიდან 61-ე წუთზე ანგარიში სატსიასმა შეამცირა. 72-ე წუთზე ჯანგას დარტყმის შემდეგ “აპოლონი” კიდევ უფრო ინ გავიდა. 75-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფმა ოქრიაშვილმა “მაკრატელა” გაიტანა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. სხვათა შორის, მისთვის მსგავსი გოლები უცხო არაა – “კრასნოდარში” თამაშის დროს “მაკრატელათი” რუსეთის ჩემპიონატში “ზენიტის” კარი აიღო, ხოლო ევროპა ლიგაში – “სევილიას”.
აპოელის თადარიგში ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი იყო, რომელსსაც არ უთამაშია, ხოლო ფორვარდი გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია. “აპოლონის” სათადარიგოთა სკამზე რევაზ ინჯგია იჯდა, რომელიც თამაშში არ ჩართულა. აპოელს 51 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა – ლიდერ “აპოლონს” 4 ქულით ჩამორჩება.