კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონობისკეს მიიწევს

0
7

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში სამი ქულა სტუმრად გლივიცეს „პიასტთან“ აიღო. სტუმრები მე-16 წუთზე კამინსკიმ დააწინაურა, ხოლო 46-ე წუთზე კეძიორამ ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. „ლეხიდან“ გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე იშაკმა გაიტანა. პოზნანელებს 68 ქულა აქვთ და 18-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ.
„რაკუვმა“ „კრაკოვია“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ორივე გუნდში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო. ნახევარმცველმა გვილიამ „რაკუვში“ 85-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო მცველმა კაკაბაძემ „კრაკოვიაში: – 61-ე წუთიდან. „რაკუვი“ 66 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „კრაკოვია“ 43 ქულით – მერვე.
კრაკოვის „ვისლა“ თავის მოედანზე „იაგიელონიას“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „ვისლა“ 21 ქულით მე-16 ადგილზეა.