აბურჯანიას გუნდმა ევროთასის საგზური პირველად მოიპოვა

0
7

„ჟილ ვისენტემ“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 6 მატჩიანი (3 ფრე და 3 მარცხი) მოუგებელი სერია დაასრულა.
33-ე ტურში ბარსელუშელებმა „ტონდელა“ მიიღეს და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. 56-ე წუთზე მასპინძლები ფუჯიმოტომ დააწინაურა. 63-ე წუთზე სტუმართა კარი სამუელ ლინომ აიღო, რომელმაც 76-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჟილ ვისენტე“ 51 ქულით მე-5 ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ვიტორია გიმარაეშს“ 6 ქულით ასწრებს, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალ სეზონში ბარსელუშელები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. „ჟილ ვისენტე“ ევროთასზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
ამ მიღწევის აღსანიშნავად ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ბარსელუშის ქუჩებში გულშემატკივრებთან შესახვედრად ავტობუსით გავიდნენ.