კვარაცხელიას მორიგი გოლი და ბათუმელთა გამარჯვება ტურის ცენტრალურ მატჩში

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერი „დინამო“ შინ მეორეადგილოსან გორის „დილას“ შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მანამდე, გია გეგუჩაძის გუნდს ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებოსთვის ზედიზედ 3 თამაში არ მოეგო – ერთი მარცხი და 2 ფრე.
მატჩის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთელის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელ ჯოვინო ფლამარიონს პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა, ხოლო მასპინძლების თავკაც გია გეგუჩაძეს –  საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი ჯილდო.
შეხვედრის დებიუტში ანგარიშის გახსნა გორელებს შეეძლოთ, როდესაც პაატა ღუდუშაურის დარტყმული ბურთი ლაზარე კუპატაძემ ფეხით მოიგერია, ხოლო ვანდერსონ სილვას გადაცემის მერე ბათუმელთა კარის წინ მყიფმა თორნიკე კაპანაძემ შორეულ კუთხეში დაარტყა და ისევ „დინამოს“ მეკარემ იყოჩაღა.
30-ე წუთზე, ბათუმელთა კონტრშეევის დროს ზურიკო დავითაშვილმა მარცხენა ფლანგზე გახსნილი ხვიჩა კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც „დილას“ საჯარიმოში რეზი ჩიტეიშვილს გვერდი აუარა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
მეორე ტაიმის შუაწელში სანდრო ალთუნაშვილმა შორი მანძილიდან „გაისროლა“ და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ ჯოვინო ფლამარიონი გორელთა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ბრაზილიელის ეშმაკურად დარტყმული ბურთი დემეტრე ბულიკერიამ მოიგერია.
მე-80 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ირაკლი აზაროვი ჩაწოდების შემდეგ ჯაბა ჯიღაურის დარტყმული ბურთი ბულეკირიამ მოიგერია, ხოლო ფლამარიონმა ანრი ჭიჭინაძესთან იბრძოლა და ბურთი ისევ ჯიღაურს მიუვიდა, რომელმაც მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.
83-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში საუცხოო კომბინაცია გაითამაშსეს აზაროვმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა, ამ უკანასკნელმა კი, „დილა“ მესამედ დაამწუხრა – 3:0.
ბათუმელები 27 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო “დილა” 22 ქულით მესამე პოზიციაზეა.