მამარდაშვილი „მატჩის მეფედ“ ზედიზედ მეორედ დაასახელეს

0
16

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე და ამ სეზონში „მატჩის მეფე“ – KING OF THE MATCH ზედიზედ მეორედ, ხოლო საერთო ჯამსი მესამედ გახდა. 35-ე ტურში ხოე ბორდალასის გაწვრთნილის გუნდი ბილბაოში ადგილობრივ „ატლეტიკს“ დაუპირისპირდა ქულა აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა დამაჯერებლად ითამაშა და სტუმართა მიერ ქულის აღებაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა. მან ორ ეპიზოდში მასპინძლების შეტევის ერთ-ერთ ლიდერის ინაკი ვილიამსის ურთულესი დარტყმები მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ინაკის თავურის განეიტრალება, რაც ქართველმა საუცხოო ნახტომში მოახერხა. ეს მოგერიება გამორიცხული არაა ტურში საუკეთესოდ დაასახელონ. პირველი ეპიზოდ რაც შეეხება, ინიაკი მამარდაშვილთან პირიპირ გავიდა და მისი დარტყმის შემდეგ ქართველმა ბურთი ფეხით უკუაგდო.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მე-18 თამაში გამართა და 8-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა. “ვალენსია” 43 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.