ლობჟანიძის ქულა ჩემპიონთან

0
7

„ჰათაისფორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის, საშინაო მატჩშო ქულა აიღო „ტრაბზონსფორთან“, რომელმაც სუპერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.
სტუმრები მე-12 წუთზე კაცნაკლული დარჩნენ, რადგან მსაჯმა ბაკასეტასი გააძევა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 48-ე წუთზე ტრაბზონელებიდან ანგარიში ჯანინუმ გახსნა. მასპინძლებმა ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დიუფის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 35 თამაშში 8 გოლი გაიტანა. „ჰათაისფორს“ 50 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.