გვარდიოლა: „ჩემპიონთა ლიგის მოგება დახარჯული ფულის დამსახურება იქნება“

0
7

პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ თუ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს მხოლოდ იმ ფულის დამსახურება იქნება, რომელსაც კლუბის მეპატრონეები ხარჯავენ.
„მე ყოველთვის ტიტულებს მოწყურებული ვარ. ერთი წელიწადიც კი არ შემიძლია ვიცხოვრო რომ არ ვიფიქრო ჩემი ბედნიერება როგორი იქნება. ვიცი, რომ ხალხი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას, ჩემპიონთა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას ითხოვს. ჩვენ ეს გვესმის. წასვლა არ შემიძლია. პირდაპირ ახლა ვერ წავალ.
როდესაც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ და იმედია, რომ ამას შევძლებთ, ეს იმ ფულის დამსახურება იქნება, რომელსაც ვხარჯავთ. ეს შესრულებული სამუშაოს ხარჯზე არ მოხდება, რაც ნორმალურია. მსოფლიოში ერთადერთი კლუბი ვართ, რომელიც ბოლო 10, 15 ან 20 წელიწადი უბრალოდ ფულს ხარჯავს. თუმცა, რაც მადრიდში გადავიტანეთ, კლუბს მომავალში აუცილებლად დაეხმარება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს goal.com.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში „სიტიმ“ შინ მადრიდის „რეალი“ 4:3 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრასაც იგებდა, მაგრამ 90-ე და 91-ე წუთზე 2 გოლი გოლი გაუშვა, ხოლო შემდეგ დამატებით დროში 1:3 დამარცხდა.