უნგრული მედია: ზივზივაძემ ტვინის შერყევა მიიღო

0
9

„უიპეშტის“ შეტევის ლიდერმა ბუდუ ზივზივაძემ ტვინის შერყევა მიიღო. უნგრეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში უიპეშტელების სტუმრად „ქიშვარდას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. 26-ე წუთზე ზივზივაძემ გოლის „მაკრატელათი“ გატანა სცადა, რაც ვერ მოახერხა და თან ძალიან უხერხულად დაეცა. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და როგორც უნგრული მედია იუწყება ტვინის შერყევა აქვს. „ფეჰერვარიდან“ ზამთარში „უიპეშტში“ განათხოვრებული 27 წლის ზივზივაძისთვის, რომელმაც ბოლო 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ფაქტობრივად სეზონი დასრულდა.
განვლილ შეხვედრაში „უიპეშტის“ სასტარტოში კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი გიორგი ბერიძე იყო, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს.
„ქისსვრდამ“ ანგარიში მე-4 წუთზე ბუმბას დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე ასანიმ თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე დიაბიმ გაიტანა. “უიპეშტი” 40 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.