მოურინიო ანჩელოტის: „მოდი ფინალებში ერთად გავიმარჯვოთ!“

0
4

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კონფერენს ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ „რეალის“ თავკაც კარლო ანჩელოტის, რომელმაც მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა მოკითხვა შეუთვალა.
„ძალიან დავიღალე და სახლში მინდა. ეს ჩვენი ოჯახის გამარჯვებაა. არა მხოლოდ იმ ნაწილის, რომელიც მოედანზე და სათადარიგოთა სკამზე იყო, არამედ, მთელი სტადიონის. ემპათია, ოჯახის წევრობის გრძნობა ჩვენი მთავარი მიღწევაა.
საუცხოო მატჩი ჩავატარეთ.
ვიღაცამ შესაძლოა სხვაგვარად მიიჩნიოს, მაგრამ როდესაც ჩვენ მეკარეს ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდთან, რომელსაც ასეთი მძღავრი შეტევა აქვს, ჩატარებული მატჩის 120 წუთში მხოლოდ 2 მოგერიება აქვს, ეს წარმატებაა.
ბიჭებმა ეს ყველაფერი დაიმსახურეს. ჩვენ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფანტასტიკური ტრაექტორია გვქონდა, იტალიის სერია A-ში ქულებიც დავკარგეთ, მაგრამ ახლა ფინალში ვართ, რომლის მოგებაც გვსურს.
აბრაჰამმა იცის, რომ მის შექებაზე უარს ვამბობ. მას უკეთესად თამაში შეუძლია და ამის შესახებ იცის. იგი საუცხოო ბიჭია, რომელსაც შეუძლია კიდევ უკეთესი გახდეს. მან ყოველ მატჩში უნდა მოინდომოს და არა მხოლოდ „ლაციოსთან“ ან ევროთასის ფინალში.
თუ ნებას მომცემთ მინდა ჩემი მეგობარი, დიადი მწვრთნელის კარლიტო (კარლო ანჩელოტი, რედ.) მოვიკითხო. მოდი, ფინალებში ერთად გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა Sky Sport Italia-სთან.