როდრიგო: „ღმერთმა მითხრა – დღეს შენი დღეა“

0
8

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი როდრიგო „მანჩესტერ სიტის“ კარში შესრულებულ დუბლს, რომლის წყალობით „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ემოციურად გამოეხმაურა.
„მოხდარის ახსნა არ შემიძლია. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. ღმერთმა შემომხედა და მითხრა: „დღეს შენი დღეა“ – ციტირებს ბრაზილიელ ფეხბურთელს უეფას ვებგვერდი.
21 წლის როდრიგომ „რეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ ზედიზედ ორ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მან ბოლო 6 თამაშში მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო. მანამდე, როდრიგოს გოლი 2021 წლის 19 ოქტომბრიდან არ გაუტანია.
28 მაისს, პარიზში „სტად დე ფრანსზე“ გასამართ ფინალში „რეალი“ იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.