„რეალის“ მე-17 ფინალი – „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგიამ ისევ იმოქმედა

0
7
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი მადრიდის „რეალს“ და „მანჩესტერ სიტი“ ორივე დაპირიპირება თავიი დაძაბულობით, დრამატიზმით, ფეხბურთელების მიერ გამოვლენილი ოსტატობით ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ შევა. მატჩამდე „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მაგია მის გუნდს დამატებით იმპულს შეძენდა და ასეც მოხდა. მადრიდელებმა თავის მშობლიურ არენაზე კიდევ ერთხელ დიდებულად ითამაშეს და „სიტისთან“ შეხვედრა იმ დროს შემოატრიალეს, როდესაც ინგლიელებს თავი უკვე ფინალში ეგონათ.
თამაში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 73-ე წუთზე მანჩეტერელთა კონტრშეტევი დროს ბერნარდუ სილვამ მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე რიად მაჰრეზი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახნა.
მატჩის გმირი როდრიგო აღმოჩნდა, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. 90-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ქარიმ ბენზემამ მარცხნიდან გადაცემა როდრიგოს გაუკეთა, რომელმაც მეკარე ედერსონს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა. ერთ წუთში მარჯვენა ფლანგიდან დანი კარვახალმა ჩააწოდა და როდრიგომ თავურით მასპინძლები დააწინაურა. მან “რეალში” დუბლი ზედიზედ მეორე თამაშში შეასრულა. გამომდინარე იქიდან, რომ „სიტიმ“ პირველი თამაში 4:3 მოიგო დამატებითი დრო დაინიმნა.
95-ე წუთზე „სიტის“ მცველმა რუბენ დიაშმა თავის საჯარიმოში ბენზემა წააქცია და მადრიდელთა კაპიტანმა პენალტი თავად ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა და „რეალი“ ბოლო ოთხ წელიწადში პირველად ჩემპიონთა ლიგი ფინალში ითამაშებს. საერთო ჯამში მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგი/ჩემპიონთა თასის ფინალში მეჩვიდმეტედ გავიდა და ამ მაჩვენებელთან ახლო ჯერ არცერთი კლუბია.
28 მაისს, პარიზში „სტად დე ფრანსზე“ გასამართ ფინალში „რეალი“ იურგენ კლოპის გაწვრთნილ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ეს გუნდები ერთმანეთისს წინაშე ფინალში მესამედ წარსდგებიან – ორივეს თითო მოგება აქვს.
ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ, “რეალმა” ფინალში 7-ჯერ ითამაშა და ყველა მოიგო. იტალიელი ანჩელოტი პირველია, რომელმაც მწვრთნელის რანგში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5-ჯერ გაიყვანა.
ბენზემამ “რეალის” მაისურით ყველა ტურნირში 322 გოლი გაიტანა და რაულის რეკორდამდე ერთი გოლი აკლია. კლუბის რეკორდსმენის კრიშტიანუ რონალდუა 450 გოლით. ფრანგმა მიმდინარე სეზონში 43 მატჩში მეტოქეთა კარი 43-ჯერ აიღო და როგორც ალფრედო დი სტეფანოს, ასევე უგო სანჩეის რეკორდი გაიმეორა. ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა და რონალდუს რეკორდამდე 2 ბურთი აკლია. თუმცა, საფრანგეთის ნაკრები ფორვარდმა პლეი-ოფებში მოწინააღმდეგეები 10-ჯერ დაამწიხრა და პორტუგალიელის რეკორდი გაიმეორა.
გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალიდან მეექვსედ გავარდა და ჟოზე მოურინიოს ანტირეკორდი გაიმეორა. მას ჩემპიონთა ლიგა 2011 წლიდან არ მოუგია, ხოლო ბოლო 11 სეზონში გუნდი ფინალში მხოლოდ ერთხელ გაიყვანა.