გვარდიოლა: „ფეხბურთში წინასწარ რამის პროგნოზირება შეუძლებელია“

0
30

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „რეალთან“ სტუმრად დამატებით დროში წაგებულ (1:3) მატჩში, რომელიც ტურნირიდან გავარდნად დაუჯდა, საუკეთესოდ არ უთამაშია.
„ჩვენ ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ მოვახერხეთ. ყველაფერი მარტივადაა. პირველ ტაიმში არასაკმარისად კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ სერიოზული პრობლემა არ შეგვქმნია. ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ უკეთესად ავთამაშდით – საკუთარი ტემპი და თამაში ვიპოვეთ, ხოლო ფეხბურთელები თავს კომფორტულად გრძნობდნენ.
ასეთი რამ არ მომხდარა, რომ „რეალი“ ბოლო 10 წუთის განმავლობაში გამუდმებით გვიტევდა, ხოლო ჩვენ ვწვალობდით. მადრიდელების ჩაწოდებების დროს ჩვენს საჯარიმოში მეტოქის ბევრი ფეხბურთელი იმყოფებოდა, მათ შორის მილიტაო, როდრიგო, ვინისიუსი, ბენზემა და საბოლოოდ ორჯერ გაგვიტანეს.
საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ეს ნორმალურია, ვინაიდან ნახევარფინალია. მოთამაშეები ზეწოლის ქვეშ იყვნენ და წარმატების მიღწევა სურდათ.
ფეხბურთში წინასწარ რამის პროგნოზირება შეუძლებელია და ეს უნდა მივიღოთ. ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ და დავბრუნდეთ. წინ კიდევ 4 მატჩი გველოდება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს BBC.