ემერი: „ლივერპულის“ პირველი გოლი ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა”

0
8

„ვილიარეალი“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად, მის გუნდს „ლივერპულთან“ საპასუხო მატჩში უფრო მეტი უნდა გაკეთებინა. მან ამის შესახებ შინ მერსისაიდელებთან 2:3 წაგებული შეხვედრის მერე ისაუბრა. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანელები პირველ თამაშში სტუმრად 0:2 დამარცხდნენ, ფინალში ინგლისელები გავიდნენ.
„ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა გვეჩვენებინა. თავის საიმედოდ დაცვა საჭირო იყო და მეტოქე ფეხბურთელებისთვის ხელსაყრელ პოზიციაზე გასვლის შანსი არ უნდა მიგვეცა. გოლი გავიტანეთ და მომენტი გვქონდა, რომელიც პენალტის არდანიშვნით დასრულდა, ხოლო „ლივერპულს“ ჩვენთან პაექრობაც კი არ შეეძლო. პირველი ტაიმი აღმაფრენით ჩავატარეთ.
ხერარდ მორენო ტკივილმა შეაწუხა და აჩქარებებს ვეღარ აკეთებდა. მეორე ტაიმში ისეთი მაგრები აღარ ვიყავით, როგორც პირველში. ბურთი უფრო მეტად უნდა გაგვეკონტროლებინა, მაგრამ „ლივერპულის“ მიერ გატანილი პირველი გოლი ჩვენთვის ფსიქოლოგიური დარტყმა აღმოჩნდა. რესურსი ამოვწურეთ და მოთხოვნებს, რომლებიც „ლივერპულმა“ წაგვიყენა ვერ ვაკმაყოფილებდით.
ჩვენ ვთქვით, რომ ფინალში გასვლა გვსურდა. თუმცა, დანჯუმას და მორენოს არყოფნა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახა. მეორე ტაიმში ყველაფერი დავკარგეთ, ყველა შინაგანი რესურსი. არ მსურს ყურადღება გავამახვილო შეგრძნებებზე, რომელიც პირველი ტაიმის მერე გვქონდა. ოთხტაიმიანი დაპირისპირების დროს, მეტოქეზე უკეთესი მხოლოდ ერთი ტაიმი ვიყავით. მეტის მიღწევა გვსურდა და მუშაობას განვაგრძობთ. სრულყოფილებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ თამასა 90 წუთის განმავლობაში ვერ შევინარჩუნეთ. ვიცით, რომ ფანებმა ისიამოვნეს. ჩვენ თანმიმდევრული განვითარების პროექტი გვაქვს, რომლის წყალობით ასეთი მომენტები შესაძლებელია“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს Marca.