კარლო ანჩელოტი: „საუცხოო შანსი გვაქვს, რომ კიდევ ერთი ფინალი ჩავატაროთ“

0
3

„რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის აზრით ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო მატჩის მოგება რთული იქნება, მაგრამ გუნდი არსებული კარგი ატმოსფეროდან გამომდინარე, სჯერა რომ მადრიდელებს ფინალში გასვლა შეუძლიათ. „რეალმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად 3:4 წააგო.
„რთული იქნება, მაგრამ საუცხოო შანსი გვაქვს, რომ კიდევ ერთი ფინალი ჩავატაროთ. ლა ლიგაში გამარჯვების შემდეგ, გუნდში ძალიან კარგი ატმოფეროა. ასე რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ორი ძალიან ხარისხიანი გუნდი შეხვდება, რომლებიც ერთმანეთისგან ინდივიდუალური და კოლექტიური ასპექტებით განხვავდებიან.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში როდესაც გადიხარ, ეს მხოლოდ ძლიერი სულიკვეთების ხარჯზე არ ხდება, თუმცა ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი თვისებების გამოვლენის საშუალებას გაძლევს.
ეს ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის დამსახურებაა: ინდივიდუალური თვისებები, კოლექტიური თავდადება. ყველა ეს ასპექტია საჭიროა, რადგან მხოლოდ ერთი ჩემპიონთა ლიგაში არასაკმარისია.
მომავალ შეხვედრაში გამარჯვება, მხოლოდ სულისკვეთების საქმე არაა, არამედ, იმპულსის რასაც როგორც ყოველთვის „სანტიაგო ბერნაბეუ“ მოგვცემს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩი ხვალ მადრიდში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.