ჰოჯსონი სამწვრთნელო კარიერას ასრულებს

0
4

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და რომელიმე გუნდის გაწვრთნას აღარ გეგმავს.
„კლუბთან ხანმოკლე კონტრაქტი გავაფორმე. ხელმძღვანელებს მაშინვე ავუხსენ, რომ გარიგება ხანმოკლე უნდა იყო, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ მომავალზე დავილაპარაკებდით. ფეხბურთში იმისთვის დავბრუნდი, რომ კვლავ ჩემი საქმე მეკეთებინა. სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამუშაო დასრულდა. მომწონდა იმის კეთება. რასაც ვაკეთებ. არა მგონი, რომ მომავალსი ჩემი გვარი ინგლისის პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბს დაუკავშირდება. სამყარო ძალიან მომთხოვნია და ჩემი აზრით, დავიმსახურე, რომ თავისუფალი დრო მშვიდ ვითარებაში ცოლ-შვილთან გავატარო. პრემიერ ლიგაში ნამდვილად არ ვიმუშავებ“ – ციტირებს Sky Sports 74 წლის ჰოჯსონს, რომელიც პრემიერ ლიგაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია.
ჰოჯსონი „უოტფორდს“ სათავეში მიმდინარე წლის იანვარში ჩაუდგა. გუნდი 34 მატჩში მოპოვებული  ქულით მე-19 ადგილზეა. უოტფორდელები მე-17 ადგილზე მყოფ „ლიდსს“ 12 ქულით ჩამორჩებიან. ჰოჯსონის გაწვრთნილებმა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილი 4 მატჩი უნდა მოიგონ, ხოლო „ლიდსმა“ ან „ბარნლიმ“ ოთხივე შეხვედრა უნდა წააგონ.