უნაი ემერი: „იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ“

0
9

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის თქმით, „ლივერპულთან“ წარმატების მისაღწევად მისმა გუნდმა იდეალურად უნდა ითამაშოს. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ ინგლისელებთან გასამართი საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა. პირველი შეხვედრა ესპანელებმა სტუმრად 0:2 წააგო.
„ჩვენ იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ – დიდებული. მეტოქის ის უნდა დავუპირისპიროთ, რაც მანამდე არავის დაუპირისპირებია. სისუსტეები უნდა მოვძებნოთ. ინგლისში ტიაგო ალკანტარამ იდეალურად ითამაშა. ის საუკეთესო მოთამაშე იყო. ასევე, საუცხოოდ გამოიყურებოდა ფაბინიო.
ჩვენ წინააღმდეგობა გავუწიეთ და მეტოქეს ბევრი აშკარა საგოლე მომენტი არ შევაქმნევინეთ. „ლივერპულს“ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ არა აშკარა. დაცვის თვალსაზრისით დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩავატარეთ. თუმცა, თუ მომავალ შეხვედრაში საუკეთესო ისევ „ლივერპულის“ ფეხბურთელი იქნება, ჩვენ გავარდებით“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.
დღეს, „ვილიარეალის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.