უეფამ რუსეთის კლუბები და ნაკრები მოკვეთა

0
23

უეფას გადაწყვეტილებით რუსეთის კლუბები 2022-2023 წლების სეზონში ევროთასებიდან მოკვეთეს. რუსეთის პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგაში, ევროპა ლიგაში და კონფერენს ლიგაში ვერ ითამაშებენ. ეს ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგას და უეფას ახალგაზრდალ ლიგას ეხება. გარდა ამისა, მომავალ სეზონში უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში რუსეთის ფუტსალის კლუბებიც ვერ იასპარეზებენ.
რუსეთის ჩემპიონ „ზენიტის“ მაგივრად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირდაპირ შოტლანდიის ჩემპიონს დაუშვებენ.
რუსეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაში ვერ ითამაშებს და ავტომატურად B ლიგის მე-2 ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს. რუსეთის ქალთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს, ხოლო მის ადგილს პორტუგალია დაიკავებს.
ამასთანავე, რუსეთის ქალთა ეროვნული გუნდი მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონათის დარჩენილ შეხვედრებს ვერ ჩაატარებს და მისი შედეგი ანულირდება.
რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ჩამოაცილეს და მის მიერ მანამდე ნაჩვენები შედეგები გაუქმდება.