გია ცეცაძე “ტორპედოდან” წავიდა

0
11

გია ცეცაძე ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში”.
47 წლის ცეცაძე ქუთაისელებს 2021 წლის 11 დეკემბრიდან წვრთნიდა. ის “ტორპედოში” დანიშვნამდე გორის “დილას”, თბილისის “ლოკომოტივს”, “სამტრედიას”, “საბურთალოს” და უკრაინის “ლვოვს” წვრთნიდა.
მან “სამტრედიასთან” ერთად 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. ცეცაძე საქართველოს 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა თავკაციც იყო.
მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელებმა 2013 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს.