მიტროვიჩი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

0
12

ალექსანდრ მიტროვიჩი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. „ფულემის“ 27 წლის სერბი თავდამსხმელი პირველია, რომელმაც 1992 წელს პრემიერ ლიგის შექმნის შემდეგ, ჩემპიონშიფში 43 გოლი გაიტანა.
ჩემპიონშიფის 45-ე ტურში „ფულემმა“ „ლუტონი“ 7:0 გაანადგურა და მიტროვიჩმა დუბლი შეასრულა. მან „პორტსმუთის“ ექსფორვარდის გაი უიტინგემის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1992-1993 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 42-ჯერ აიღო. მიტროვიჩმა ეს შედეგი 43 მატჩში აჩვენა. მან ასევე 7 საგოლე პასი გააკეთა.
„ფულემმა“ ჩემპიონშიფი დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო.