გვილიას კიდევ ერთი ტიტული პოლონეთში

0
10

ვაკო გვილიამ თავის პოლონურ კარიერაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო. პოლონეთის თასის ფინალში „რაკუვმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, პოზნანის „ლეხი“ დაამარცხა, რომლის ღირსებას ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი იცავს.
ფინალში ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 84-ე წუთზე შევიდა, ხოლო გვილია სათადარიგოთა შორის იყო. ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე “რაკუვის” განაცხადში ვერ მოხვდა.
„რაკუვი“ მე-6 წუთზე გუტკოვსკისის დარტყმის შემდეგ დაწინაურდა. 36-ე წუთზე ვდოვიაკმა პოზნანელთა კარი მეორედ აიღო. 52-ე წუთზე ამარალმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 77-ე წუთზე ლოპესმა „ლეხი“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა და თავის გუნდს საბოლოო გამარჯვება გაუფორმა.
27 წლის გვილიამ ვარშავის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის ჩემპიონატი 2019-2020 და 2020-2021 წლების სეზონში ზედიზედ ორჯერ მოიგო.