ჭანტურიშვილმა ჩეხეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

0
4

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა. ქვედა ექვსეულის მე-2 ტურში „ზლინი“, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის შინ „ტეპლიცეს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
მე-3 წუთზე ვრაშტილმა თავისი ნახევრდინა გადაცემა მეტოქის საჯარომოსთან ახლოს მყოფ ჭანტურიშვილს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ისე მიიღო, რომ მცველს გვერდი აუარა, შემდეგ მეკარესაც გაცდა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან მეორე გოლი მე-7 წუთზე ვუკადინოვჩმა გაიტანა, ხოლო 36-ე წუთზე შეიბალმა ავტოგოლი მიითვალა. ჭანტურიშვილმა, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს, მიმდინარე სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. „ზლინი“ ქვედა ექვსეულში 34 ქულით პირველ ადგილზეა.
გათამაშების აუტსაიდერი „კარვინა“ გასვლაზე „იაბლონეცთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმრებში ქართველმა მცველმა დავით კობოურმა შეუცვლელად ითამაშა.